17:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 16:28:37, 490 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი ომბუდსმენთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  სახალხო დამცველთან ერთად, ომბუდსმენთან არსებული  ეთნიკური უმცირესობების საბჭოსთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიერ, მინისტრთან უშუალო დიალოგით, საკუთარ პრობლემებზე მსჯელობა და მათთვის საინტერესო საკითხების გადაჭრა წარმოადგენდა.
"დღეს გვაქვს შეხვედრა ომბუდსმენის ინიციატივით ომბუდსმენთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოსთან და საინტერესო თემების განხილვას ვაპირებთ როგორც გერმანულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ, ოსურ, იეზიდთა, რუსთა თემებთან, რომლებიც მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობენ, აქ არიან დაბადებული, ჰყავთ ოჯახი და ჩვენი ქვეყნის შვილები არიან. ზოგიერთს აწუხებს გვარ-სახელის მოწესრიგება, არის თემი, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ მათი ისტორიული გვარების აღდგენა მოხდეს ქართული კანონმდებლობის ფარგლებში და მრავალი სხვა საკითხი, რომელიც ამ თემებს აინტერესებთ. გავუიზიარებთ ინფორმაციას და ერთად ვიპოვით მათთვის საინტერესო საკითხების გადაჭრის გზებს",-აღნიშნა თეა წულუკიანმა შეხვედრის დაწყებამდე.
სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ხელისუფლების პირველ პირებთან დიალოგს მომავალშიც ხელს შეუწყობს.
"სახალხო დამცველი ხელს   უწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დიალოგს ხელისუფლებასთან. აქ საუბარია უშუალოდ ხელისუფლების პირველ პირებთან, მათ შორის მინისტრებთან უშუალო კონტაქტზე. ჩვენ ამ დიალოგს ვაგრძელებთ. მიზანია, რომ  დიალოგის რეჟიმში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა მოისმინონ იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც მათ აწუხებთ. ასეთი საკითხი, სამწუხაროდ, ბევრია. ეს ერთ-ერთი შეხვედრაა. მსგავსი შეხვედრები ადრეც ყოფილა და გვექნება მომავალშიც სხვა თანამდებობის პირებთან",-განუცხადა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics