03:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-03 16:01:59, 4665 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოლდოვის საპარლამენტო დელეგაციას - ყოფილ პრეზიდენტ იგორ დოდონსა და პრორუს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრესსამსახურის ცნობით, "შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპლექსურ გეოპოლიტიკურ რეალობაში მნიშვნელოვანია საქართველოსა და მოლდოვას შორის დიალოგი და ურთიერთმხარდაჭერა".

"მოლდოვურმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტურბულენტურ და დაძაბულ საერთაშორისო ვითარებაში, წლების განმავლობაში, ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების დაცვისკენაა მიმართული.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის, ტურიზმის სექტორში, რასაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენებიც უწყობს ხელს.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობასა და მიღწეულ შედეგებზე. მან მოლდოვურ მხარესთან დიალოგის გაგრძელების მზაობა დაადასტურა", - ვკითხულობთ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გუშინ, 2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი, ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად თბილისში იმყოფება.

იგორ დოდონი მოლდოვის პრეზიდენტის პოსტს 2016–2020 წლებში იკავებდა და ხშირად გამოირჩევა პრორუსული პოზიციებით. თბილისში ჩამოსვლამდე იგი მოსკოვში იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics