2026-02-11 19:41:21, 568 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო: მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთა მისია საქართველოში მუშაობას იწყებს
ეუთო იუწყება, რომ საერთაშორისო ექსპერტები 11-დან 24 თებერვლამდე დაიწყებენ საქართველოში არსებული სიტუაციის შესწავლას მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში.
„მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში ეუთოს ექსპერტთა მისია დღეს (11 თებერვალი - რედ.) იწყებს მუშაობას. ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაციის გაგზავნა შესაძლებელია moscowmechanism-georgia@odihr.pl-ზე 24 თებერვლამდე“, - ნათქვამია ჰ.-ს მიერ ონლაინ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
წელს, იანვრის ბოლოს, ეუთოს 24-მა წევრმა სახელმწიფომ აამოქმედა ეუთოს მოსკოვის მექანიზმი, რათა შეექმნათ ექსპერტთა მისია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების საპასუხოდ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სამინისტრომ შესაბამისი განცხადება გამოაქვეყნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,