|
2025-10-16 23:53:46, 935 ნახვა
საზოგადოება
მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს თავმჯდომარე კობახიძის განცხადებაზე: რელიგიის შეურაცხყოფაა
საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს თავმჯდომარე კობახიძეს მიმართავს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მის მიერ გაკეთებულ განცხადებას შემაშფოთებელს უწოდებს. როგორც სეიიდ მირტაგუ ესედოვი წერს, კობახიძის მხრიდან სახელ “მუჰამედის” (მაჰმედის) შესახებ ასეთი კონტექსტით საუბარი საზოგადოებაში, განსაკუთრებით ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმებში, მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს. "ბატონმა ირაკლი კობახიძემ ტელევიზიაში სიტყვით გამოსვლისას სახელ “მუჰამედის” (მაჰმედის) შესახებ ისაუბრა, რაც საზოგადოებაში, განსაკუთრებით ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმებში, მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს. ასეთი განცხადებები არის ისლამური რელიგიისა და მილიონობით ადამიანის რწმენისა და ზნეობრივი ღირებულებების შეურაცხყოფა. კითხვები იბადება: რას გულისხმობს ღირსეული პრემიერმინისტრი ამ სიტყვებით? ის ცდილობს, შეურაცხყოფა მიაყენოს ისლამს, შექმნას სიძულვილის ატმოსფერო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ატარებს სახელს “მუჰამედ”, თუ წარადგინოს ეს სახელი, როგორც რაღაც უარყოფითი და პრობლემური? თუ მთავრობას აქვს რაიმე პოლიტიკური ან იდეოლოგიური დაძაბულობა ევროპის ქვეყნებთან, არასწორია ისლამური წმინდა სახელებისა და ღირებულებების ირგვლივ კონფრონტაცია. ასეთი მიდგომები უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ და ეროვნულ ერთობაში, შეეხებიან მილიონობით მუსლიმის ცერემონიას, რელიგიურ გრძნობებს. საქართველოში ცხოვრობს რამდენიმე ასი ათასი მუსლიმი და სახელები „მუჰამედ“, „ალ–ი“ და სხვა, დიდი პატივისცემით ითვლებიან. არავინ უნდა აკონტროლოს, რა სახელი დაარქვან შვილს – ეს არის მათი ბუნებრივი უფლება და პირადი არჩევანი. ბატონო პრემიერმინისტრო, ქვეყნის წინაშე არსებული რეალური პრობლემებია ეკონომიკური სირთულეები, სოციალური უსამართლობა, რეგიონებს შორის უთანასწორობა, ახალგაზრდების მომავალში უპირობო შეშფოთებები. მთავრობამ უნდა მიმართოს ყურადღება ამ საკითხების მოგვარებაზე და არ გახადოს ადამიანთა რელიგიური და სულიერი ღირებულებები დისკუსიის ობიექტად. „მუჰამედ“ სახელი არ არის კრიზისი - იგი სინონიმია სინათლისა, წყალობისა და მოწყალებისა. ეს სახელი განასახიერებს იმ გზას, რწმენას და ჰიდაიეთს, რომელსაც ღმერთმა კაცობრიობას უბოძა. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს - რელიგიური რწმენისა და ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ერთიანობისა და ურთიერთპატივისცემისა და გაგებისკენ. თქვენ, პატივცემულო პრემიერმინისტრო, უნდა დაიცვათ ეს ღირებულებები და მიმართოთ თანაბარი დამოკიდებულებით სახელმწიფოს ყველა მოქალაქის მიმართ" , - წერს საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს თავმჯდომარე, სეიიდ მირტაგუ ესედოვი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, კობახიძემ გუშინ პირველი არხის ეთერში თქვა: "იდენტობის კუთხით აქვთ უმძიმესი პრობლემები და კატასტროფული ტენდენციები. მათ შორის, ხედავთ, მიგრაციამ რა დამართა ევროპას, მათ შორის, ევროკავშირს. ბერლინში, ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი შარშან იყო მუჰამედი..."
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)