09:24 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-07 11:09:01, 2180 ნახვა

საზოგადოება
რიჟვაძე თბილისში საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსიდან“, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.  ექიმების შეფასებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული. 

თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით საგარეჯოს კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს.  ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics