23:36 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 18:29:20, 1133 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინას შეუძლია გათვლა ჰქონდეს აშშ-ის ძლიერ ნაბიჯებზე თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება

უკრაინას შეუძლია გათვლა ჰქონდეს აშშ-ის ძლიერ ნაბიჯებზე თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე თუ რას გააკეთებს აშშ თუ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ზელენსკიმ უპასუხა:

“ძლიერი ნაბიჯები რუსულ მხარესთან მიმართებაში. როგორც მესმის, შეგვიძლია ძლიერ ნაბიჯებზე გათვლა გვქონდეს. არ ვიცი, დეტალები, ჯერ არ ვიცი, მაგრამ სასანქციო ქმედებებზე ვსაუბრობთ, შესაბამისად, უკრაინის გაძლიერებაზე”.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში არავის არ გააჩნია ილუზიები იმაზე, რომ რუსეთი რაიმე შეთანხმებებს დაიცავს, მაგრამ მან საჭიროდ ჩათვალა ამერიკული მხარის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება მიეღო, რათა უკუეგდო განცხადებები, თითქოს უკრაინას ომის დასრულება არ სურს.

“არაერთხელ ხაზი გამისვამს: ჩვენგან არავის სჯერა რუსების - ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. მაგრამ ნარატივებთან, თითქოს ომის დასრულება არ გვინდა, რომელსაც რუსეთი მთელ მსოფლიოში ავრცელებს, არ ვითამაშებთ. ძალიან სერიოზულად ვარ განწყობილი, და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია - ომის დასრულება. მინდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ამას ხედავდეს, რომ ამერიკელები ამას ხედავდნენ და გრძნობდნენ. და რომ ევროპა კავშირში იყოს იმაზე, რომ ყველაფერია გასაკეთებელი, რათა რუსეთს ამ ომის დასრულება ვაიძულოთ…

ამიტომ ჩემი რეაქცია იყო - რომ მზად ვართ 30 დღით სიჩუმის ფორმისთვის. იმ ფორმატში, რომელიც ამერიკულმა მხარემ შემოგვთავაზა”, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics