21:26 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-02 13:26:33, 1389 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინის მოკავშირეებისგან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმება მხოლოდ მომავალი აგრესიის წინამორბედი იქნება

„უკრაინის მოკავშირეებისგან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმება მხოლოდ მომავალი აგრესიის წინამორბედი იქნება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანება უკრაინის მოკავშირეებისთვის ყველაზე „იაფი“ გარანტიაა და ეს ასევე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, გეოპოლიტიკურად გააძლიერებს.

„ნამდვილად მჯერა, რომ ეს არის უსაფრთხოების ყველაზე იაფი გარანტიები, რაც უკრაინას შეუძლია მიიღოს, ყველაზე იაფი ყველასთვის. ეს იქნება სიგნალი, რომ ის, ვინ უნდა იყოს ნატო-ში და ვინ არა, არა რუსეთის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ეს ტრამპის დიდი გამარჯვება იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინის 800,000-კაციანი არმია ალიანსისთვის ბონუსი იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი შეეცდება საზღვარგარეთ დისლოცირებული ამერიკელი ჯარების სახლში დაბრუნებას.

უსაფრთხოების სხვა გარანტიები უნდა იყოს გამყარებული აშშ-დან და ევროპიდან საკმარისი შეიარაღებით და კიევის მხარდაჭერით.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics