18:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 10:00:20, 1005 ნახვა

მსოფლიო
კრამატორსკის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში ქალაქ კრამატორსკის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, აქედან 7 მშვიდობიანი მოქალაქე და 4 სამხედრო პირი.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, დაჭრილებს შორის 4 ბავშვია.
ამასთან, ღამით დაბომბილ კრამატორსკში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ჩავიდა.
პოროშენკომ   დაბომბილი კრამატორსკი დაათვალიერა და დაჭრილები საავადმყოფოში მოინახულა.
"ხელში მიჭირავს იმ რაკეტის ნამსხვრევები, რომელიც დაჭრილების სხეულებიდან ამოიღეს. ეს არის კატასტროფა და დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ეს ქალაქი მდებარეობს პრო–რუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 50 კილომეტრში. ეს მშვიდობიანი ქალაქია, მაგრამ ის მაინც დაიბომბა. ეს მიუღებელია. მოვითხოვთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, შეიარაღების გაყვანას, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას და უკრაინის ტერიტორიიდან უცხოური ჯარის გაყვანას," - განაცხადა პეტრო  პოროშენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics