12:01 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 14:41:33, 468 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი EUMM-ის ახალი ხელმძღვანელს კესტუტის იანკაუსკასს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელთან კესტუტის იანკაუსკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვდრა გამართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება საქართველოში ევროკავშირის მისიის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. მათ რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის „მოკავშირეობისა და თანამშრომლობის“ ე.წ. შეთანხმებების მიუღებლობაზეც ისაუბრეს.

„ეს იყო ძალიან თბილი და კარგი შეხვედრა, რომლის დროსაც ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი შეხედულებები უსაფრთხოების საკითხებსა და იმ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოსა და მის გარშემო ხდება. მადლობას მოვახსენებ საქართველოს პრეზიდენტს მისი მხარდაჭერისთვის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ორგანიზაციის საქმიანობისადმი. ჩემი მხრივ, დავადასტურე EUMM-ის მზადყოფნა კვლავაც განაგრძოს მუშაობა, მონიტორინგი, ანგარიშგება ადგილზე და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობისათვის“, - განაცხადა კესტუტის იანკაუსკასმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics