16:13 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-05 10:41:09, 957 ნახვა

სამხედრო
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გრძელდება

საქართველოს თავდაცვის ძალები საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას აგრძელებს. ამ მიზნით რეგისტრაციის მსურველი საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგისტრაციის პუნქტებს მიმართავენ. დღეს, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის მსურველი მოქალაქეები ეროვნულ გვარდიაშიც იმყოფებოდნენ. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს სამსახურის პირობები დეტალურად გააცნეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35 წლამდე საქართველოს მოქალაქეები მიიღებიან. მათ გაუფორმდებათ 4-წლიანი კონტრაქტი. სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით. რიგითის მინიმალური დარიცხული ხელფასი შეადგენს 1050 ლარს, რაც იზრდება წოდების მიხედვით. მეორე და ყოველი შემდგომი კონტრაქტის დასრულების შემდეგ სამხედრო ერთჯერადი ბონუსის სახით 7000 ლარს მიიღებს; სამხედროებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უცხო ენა, დაეუფლონ პროფესიას და კვალიფიკაცია აიმაღლონ საზღვარგარეთ სხვადასხვა კურსებზე.

საბუთების მიღება გამარტივებული წესით იწარმოება ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10:00 -დან 16:00 საათამდე. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ - onlinebct.mod.gov.ge, საქართველოს მასშტაბით მობილურ რეკრუტირების ცენტრებსა და შემდეგ ლოკაციებზე: სენაკი, ბათუმი, ახალციხე, გორი, ქუთაისი, თელავი, თბილისი. საკონტაქტო ტელეფონი: (+995) 595 06-03-44.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics