2020-05-05 10:56:39, 6218 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 საყურადღებო პაციენტია, რომლებსაც ორმხრივი პნევმონია აქვთ
ბოჭორიშვილის კლინიკის სამელთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათი კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 78 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 66 კორონავირუსით ინფიცირებულია.
მისი თქმით, კლინიკას ახალი ინფიცირებული არ დამატებია და ჰყავს 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი.
„დადასტურებული დიგნოზიდან 12 18 წლამდე მოზარდია. 1 რეანიმაციის პაციენტი. 11 საყურადღებო პაციენტი, გამოხატული აქვთ კარგად ჩამოყალიბებული ორმხრივი პნევმონია. დღეს 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით, 8 პაციენტი კი კვლევაში ჩართვას ელოდება, თუმცა ეს რიცხვი დღის განმავლობაში შესაძლოა შეიცვალოს“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,