2020-03-28 09:37:57, 7235 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 27 365-მდე გაიზარდა
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 27 365-მდე გაიზარდა, რაც შეეხება ინფიცირებულტა რაოდენობა, მან 597 335-ს მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯონ ჰოკლინსის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ავრცელებს.
მათი ინფოცრმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 131 712ადამიანი.
გარდა ამისა, იტალიაში დღემდე გარდაცვლილია 9 134 ადამიანი, ჩინეთში - 3 299, ესპანეთში - 5 138, ირანში - 2 378, საფრანგეთში - 1 997, აშშ-ში - 1 707 და ა.შ
ჩინეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 81 946-ს შეადგენს, იტალიაში - 80 589-ს, აშშ-ში - 104 686-ს, ესპანეთში - 65 719-ს, გერმანიაში - 50 871-ს, ირანში - 32 332-ს და საფრანგეთში - 33 414-ს.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე კორონავირუსი მსოფლიოს 177 ქვეყანაშია გავრცელებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,