13:12 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 19:24:39, 1181 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ჯოზეფ ქეის და გიორგი ვაშაძის დავა ვაშაძის სასარგებლოდ გადაწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის  გიგი უგულავას საქმეში ბრალდების მთავარი მოწმის ჯოზეფ ქეის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ განაჩენი "ნციონალური მოძრაობის" წევრის,  გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ გამოიტანა.

საქმე ეხებოდა  გიგი უგულავას პროცესის შემდეგ გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ჯოზეფ ქეის თაღლითი უწოდა.

ბიზნესმენმა დეპუტატს საქალაქო სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივლა და კომპენსაციის სახით 50 ათას ლარს ითხოვდა.

"სასამართლომ დაადგინა, რომ ქეის სარჩელი იყო ყოვლად უსაფუძვლო და უარი უთხრა ჯოზეფ ქეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო პროცესი  გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ დასრულდა," - განუცხადა "რუსთავი2"-ს გიორგი ვაშაძის ადვოკატმა ქეთი ზანდუკელმა

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics