2017-05-20 16:36:53, 3552 ნახვა
კულტურა
ქართველმა მომღერალმა Salio-მ Akademia Music Awards-ის კონკურსში გაიმარჯვა
ქართველმა პოპ-მომღერალმა Salio-მ The Akademia Music Awards-ის მაისის კონკურსში გაიმარჯვა, - ამის შესახებ Sova იუწყება.
მედია საშუალების ინფომრაციით, კომპოზიცია "I Know You Know Me" საუკეთესო პოპ-სიმღერად აღიარეს.
მედიის ცნობით, კონკურსში გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან რადიოებში სიმღერის პერმანენტულ გაშვებას გულისხმობს.
"გავიმარჯვე. 100-ზე მეტი კონკურსანტიდან მე ამირჩიეს! სიმღერა ლოს-ანჯელესში, ნიურკსა და ლონდონში, რადიოში გავა!", - წერს Salio სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, Akademia Music Award ლოს-ანჯელესში დაარსდა და მსოფლიო მასშტაბით პერსპექტიული მუსიკოსების მხარდაჭერას ემსახურება.
პრემია ორიენტირებულია იმ შემსრულებლებზე, რომლებსაც მსოფლიო ბაზარზე მოხვედრა სურთ და მათი შემოქმედების პროფესიული აღიარებით არიან დაინტერესებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან