11:52 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 15:18:08, 3621 ნახვა

კულტურა
თბილისის მერიაში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მერიაში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. 

როგორც თბილისის მერიიდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, ღონისძიებას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი წარუძღვნენ. პროექტის ორგანიზატორებმა ფესტივალის მნიშვნელობაზე და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. 

“წლევანდელი ფესტივალის პროგრამა წინა წლებისგან გამორჩეულია და განსაკუთრებულია, როგორც მონაწილეების თვალსაზრისით, ასევე იმით, რომ წელს ღია ცის ქვეშ ჩატარდება ღონისძიებების საკმაოდ დიდი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ტურისტი, ვიზიტორი, ვინც ჩვენს დედაქალაქში ჩამოვა, შეძლებს, რომ ერთის მხრივ, თეატრალური ფესტივალის პროგრამით მიიღოს ძალიან დიდი სიამოვნება და მეორეს მხრივ, დაათვალიეროს ჩვენი ქალაქი, ჩვენი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ამითაც შორს გაიტანოს ჩვენი ქალაქის სახელი,”- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური  ფესტივალი წელს მერვედ იმართება, ღონისძიებათა ციკლი 24 სექტემბერს დაიწყება და  8 ოქტომბრამდე გასტანს.  ფესტივალი შემოდგომის თბილისის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა, როგორც ჩვენთან, ასევე, შავი ზღვის ქვეყნებში.

ფესტივალი მაყურებლის წინაშე წელსაც ტრადიციული და ამავდროულად განახლებული პროგრამებით წარსდგება:

საერთაშორისო პროგრამა 24 სექტემბერი - 6 ოქტომბერი 
პროგრამა  New 27  სექტემბერი – 1, 3 ოქტომბერი
ქართული სპექტაკლების პროგრამა  4 – 8 ოქტომბერი

გარდა ამისა გაიმართება გამოფენები, სამუშაო შეხვედრები და სემინარები.  

24   სექტემბრიდან  თბილისის ქუჩებსა და  სხვადასხვა თეატრებში   ინდოეთის, პოლონეთის, უკრაინის,  დიდი ბრიტანეთის, გერმანიის,  რუსეთის,  სომხეთის,  იაპონიის   მსოფლიო   შედევრები და ახალი აღმოჩენები იქნება წარმოდგენილი.  წელს   ფესტივალი პირველად გადის  ქუჩაში და წარმოდგენებს ღია ცის ქვეშ გამართავს.

ფესტივალის  მთავარი მიზანია თბილისის პოპულარიზაცია საერთაშორისო კულტურულ, ტურისტულ და ეკონომიკურ სივრცეში, საშემსრულებლო ხელოვნებისა და კულტურული ინოვაციების წარმოდგენა და საქართველოში საერთაშორისო კულტურული ცენტრის შექმნა ყველა თაობისა და ასაკის ადამიანისთვის. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics