09:54 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 13:02:31, 851 ნახვა

რეგიონი
ბათუმში თვითმმართველობების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით კონფერენცია მიმდინარეობს

ბათუმში  საერთაშორისო კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უფრო ეფექტიანი ადგილობრივი მმართველობა: ახალი გზები და საშუალებები -  გამოცდილების გაზიარება“ მიმდინარეობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,  ღონისძიება ევროსაბჭოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის -„ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ბაზის გაძლიერება“ - ფარგლებში, ევროსაბჭოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანაორგანიზებით   ტარდება. 

უწყების ინფორმაციით, კონფერენცია მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებული მხარეებისათვის, მუნიციპალიტეტებს შორის დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განხილვას.  

კონფერენციაზე მუნიციპალიტეტები ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობის  მიმართულებებსაც განხილავენ. 

კონფერენცია  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა გახსნა. 

ღონისძიებას ესწრებიან  ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები და  ექსპერტები. კონფერენცია 2 დღიანია და 8 ივლისს დაიხურება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics