13:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-21 03:24:26, 1299 ნახვა

მსოფლიო
ბერლინი ანკარისგან ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს DW-ს ჟურნალისტი

გერმანიის მთავრობამ თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საზოგადოებრივი მედია კომპანია Deutsche Welle-ს (DW) თურქული სამსახურის კორესპონდენტი ალიჯან ულუდაღი, რომელიც ანკარაში დააკავეს „პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის საჯარო შეურაცხყოფისა და სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე „შეცდომითი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების“ ბრალდებით.

„მოვუწოდებ თურქეთის მთავრობას, უზრუნველყოს ალიჯან ულუდაგის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, - განაცხადა გერმანიის კულტურის სახელმწიფო მინისტრმა ვოლფრამ ვაიმერმა პარასკევს, 20 თებერვალს, ბერლინში და ულუდაგის წინააღმდეგ თურქეთის ხელისუფლების ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. „ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის“, - ხაზგასმით აღნიშნა ვაიმერმა. მან თქვა, რომ Deutsche Welle-ს და მის თანამშრომლებს უნდა შეეძლოთ „თავისუფლად და დამოუკიდებლად იმუშაონ თურქეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ“.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი: ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სამუშაოს თავისუფლად შესრულება
ბერლინის შეშფოთება თურქეთის ხელისუფლების მიერ გერმანელი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა სებასტიან ჰილემაც გამოთქვა. მან ხაზი გაუსვა პრესისა და აზრის თავისუფლებას „დემოკრატიული საზოგადოებების განუყოფელი საფუძველი“. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სამუშაოს თავისუფლად და შურისძიების შიშის გარეშე შესრულება, „და ეს, რა თქმა უნდა, თურქეთსაც ეხება“, - დასძინა ჰილემ.

სტამბოლის პროკურატურამ გუშინ გამოაცხადა ალიჯან ულუდაღის დაკავების შესახებ. მის წინააღმდეგ ბრალდებები დაკავშირებულია მის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გამოქვეყნებულ პოსტთან. მასში რეპორტიორმა გააკრიტიკა თურქეთის ხელისუფლება ISIS-ის სავარაუდო მებრძოლების გათავისუფლების გამო. ულუდაღმა ასევე დაადანაშაულა თურქეთის მთავრობა კორუფციაში.

ამასობაში, თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20 თებერვალს სტამბოლის სასამართლომ ალიჯან ულუდაღის დაპატიმრების ორდერი გასცა თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics