2015-02-18 10:56:27, 957 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული გიორგი ხ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
უწყების ინფორმაციიით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 1 აბი და აბის 16 ნატეხი ამოიღეს, რომელიც ექსერტიზის დასკვნით 0,0552 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.
მათივე ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმებით, გიორგი ხ. დაკავებისას მარიხუანისა და „სუბუტექსის“ ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან