2021-12-19 10:36:33, 5253 ნახვა
სპორტი
ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო მამაკაც ძიდუოისტად ლაშა შავდათუაშვილი დაასახელა
ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო მამაკაც ძიდუოისტად ლაშა შავდათუაშვილი დაასახელა.
აღიარება შავდათუაშვილმა წელს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვებით და მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვებით დაიმსახურა.
ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში ლაშა ძიუდოს თანამედროვე ლეგენდასთან, იაპონელ ონოსთან თანაბარ და მძიმე ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ძიუდოში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი სწორედ ოლიმპიადაა, ქართველი სპორტსმენი წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგის დაჯამებით საუკეთესოდ აღიარეს.
ქართული ძიუდოს ტრიუმფი ლაშა შავდათუაშვილთან ერთად, ილია სულამანიძემაც გაიზიარა, რომელიც ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ ამომავალ ვარსკვლავად დაასახელა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,