2015-02-01 14:29:43, 821 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის უმაღლესი სკოლა ხვალ სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსს იწყებს
მიმდინარე წლის 2 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი სკოლა სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსს იწყებს.
კურსის პირველ დღეს მართლმსაჯულების სახლში მსმენელებს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ექნებათ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორთან ლაშა მაღრაძესთან, რომელიც მათ სკოლის საქმიანობისა და კურსის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 2 თვეა, რომელშიც 44 მსმენელი მიიღებს მონაწილეობას და მოიცავს, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.
კურსის ბოლოს ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსმენელი იღებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ გაცემულ სერტიფიკატს - სკოლაში სასაწავლო კურსის გავლის შესახებ, რომელიც მას საშუალებას აძლევს იმუშაოს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან