2020-07-17 19:02:29, 9681 ნახვა
სპორტი
ევროპის Top 5 ლიგაში მოთამაშე ქართველებიდან გიორგი ქოჩორაშვილი 22-ე ქართველია
2019 წელს იტალიის სერია A-ში თამაში დაასრულა ქართველმა შემტევმა ლევან მჭედლიძემ, რომელიც იტალიური „ემპოლის“ ღირსებას იცავდა. ის ამ დრომდე ბოლო ქართველი იყო ევროპის Top 5 ლიგაში მოთამაშე ქართველებიდან.
რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშა ახალგაზრდა შემტევმა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელიც ევროპაში ერთი წლის შემდეგ, ხოლო ესპანეთში 12 წლის შემდეგ 22-ე ქართველი გახდა ამ სტატისტიკით.
ქოჩორაშვილმდე ლა ლიგაში მხოლოდ ორ ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა ნათამაშები , გიორგი დემეტრაძეს „რეალ სოსიედადში“ - 2000-2002 წლებში და შოთა არველაძეს „ლევანტეში“ - 2007-2008 წლებში.
ქართველ ფეხბურთელებს გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ინგლისისა და საფრანგეთის უმაღლეს ლიგებში უთამაშიათ.
ყველაზე მეტ ქართველს გერმანიის „ბუნდესლიგაში“ აქვს ნათამაშები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,