15:56 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 14:36:31, 4105 ნახვა

კულტურა
„თიბისი გალერეა“ რეზო კეზელის ფოტოგამოფენას უმასპინძლებს

30 აგვისტოს, 19:00 საათზე,  თიბისი ბანკი და „თბილისის ფოტოფესტივალი 2015“ ბათუმის „თიბისი გალერეაში“  რეზო კეზელის გამოფენას - „კაცი აკორდეონით“ უმასპინძებს. 

როგოგრც „ექსპრესნიუსს“ თიბისი ბანკიდან აცნობეს, გამოფენაზე დამთვალიერებელი ნახავს ფოტოგრაფის შემთხვევით გადარჩენილ ფოტოებს, რომლებიც  90-იანი წლების დასაწყისში, ფიზიკის ინსტიტუტის საწყობში იპოვეს.

ცნობილი ფოტოგრაფი და ოპერატორი,  რეზო კეზელი, რომელიც გასული საუკუნის 50-70 იან წლებში მოღვაწეობდა, საკუთარ ნამუშევრებში ეპოქას ეხმაურება, თუმცა რეალურად ეს არც საბჭოთა დროის პორტრეტია და არც საბჭოთა ადამიანის. ფოტოგრაფმა შეძლო, უარი ეთქვა არსებული კლიშეების გამოყენებაზე და საკუთარი ორიგინალური ფოტოგრაფიული ესთეტიკა შექმნა. 

რეზო კეზელის ეს ნამუშევრები  2014 წლის ოქტომბერში თბილისის დამთვალიერებელმა თბილისის ფოტო ფესტივალის ფარგლებში ნახა.
 გამოფენა „კაცი აკორდეონით“„ოდესა-ბათუმის ფოტო დღეების“ დასკვნით ეტაპზე იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics