2020-06-11 16:32:55, 11333 ნახვა
სპორტი
პრემიერ-ლიგის ფეხბურთელების მაისურებზე შესაძლოა სლოგანი Black Lives Matter გაჩნდეს
პრემიერ-ლიგის ფეხბურთელების მაისურებზე შესაძლოა სლოგანი Black Lives Matter გაჩნდეს, - ამის შესახებ ESPN წერს.
ფეხბურთელების მაისურების ზურგის მხარეს გვარების მაგივრად, უკვე მთელ მსოფლიოში ცნობადი ფრაზა, შესაძლოა პირველი ტურის დროს , კერძოდ 17 ივნისს გაჩნდეს. ამის განსახორციელებლად კლუბების მელმძღვანელების თანხმობაა საჭირო.
იდეის ინიციატივა კლუბების კაპიტნებს ეკუთვნით, რომლებიც ერთმანეთს პანდემიის დროს ვიდეოზარებით ეხმიანებიან.
ამ ჯგუფში ჯორდან ხენდერსონი (ლივერპული) , შეიმუს კოულმენი (ევერტონი), ტროი დინი (უოტფორდი), და ეკტორ ბელერინი (არსენალი) შედიან. ა
მის გარდა პრემიერ-ლიგის რამდენიმე ნაკრებმა უკვე გამოთქვა მზაობა და სურვილი ერთ მუხლზე დაჩოქვით გამოხატოს საკუთარი მწუხარება აშშ-ში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან