23:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-03 12:29:08, 16509 ნახვა

კულტურა
ორკესტრი „რიჩიოტი“ თბილისსა და რეგიონებში ღია კონცერტებს გამართავს

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 3 და 4 აგვისტოს, ამსტერდამის ქუჩის სიმფონიური ორკესტრი “რიჩიოტი“ თბილისის სხვადასხვა უბანში მსმენელის წინაშე წარდგება.

3 აგვისტოს, 12:00 საათიდან ორკესტრი კონცერტს დაიწყებს ახალ აღმაშენებელზე; 17:00 საათზე წარდგება მრგვალ ბაღში; 18:00 საათზე კუს ტბაზე, ხოლო 21:00 საათზე ორბელიანის მოედანზე. 4 აგვისტოს, 19:30 საათზე, მუსიკოსები კონცერტს რუსთაველის მეტროს მიმდებარედ გამაართავენ.

თბილისში „რიჩიოტი“ წარმოადგენს ფალიაშვილის, ცინცაძის, ჰენდელის, ლაღიძის, ბეთჰოვენის, ჩაიკოვსკის და სხვა გამოჩენილ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.

ანსამბლი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 25 კონცერტს გამართავს, როგორც ცენტრალურ და ტურისტულ ადგილებში, ისე გარეუბნებში, ბაღებში, სკვერებში, სკოლებში და სამედიცინო დაწესებულებებში.

ამსტერდამის ქუჩის სიმფონიური ორკესტრი შედგება 42 ახალგაზრდა მუსიკოსისგან. მათ რეპერტუარშია კლასიკური და ტრადიციული, ასევე პოპ მუსიკა და ჯაზი. ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარსდგება ჰოლანდიაში მცხოვრები ვირტუოზი ქართველი კლარნეტისტი ლევან ცხადაძე. ის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია და რეგულარულად მართავს კონცერტებს როგორც ამსტერდამში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. მისი და ,,რიჩიოტის“ კოლაბორაცია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს და ჰოლანდიას შორის კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics