2015-06-28 10:39:00, 645 ნახვა
სამართალი
შსს-მ 32 კილოგრამი ტროტილი ამოიღო
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს მუხაესტატეს განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული თამაზ ჯ. საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის სათავსოს ჩხრეკისას, 32 კგ ტროტილი, 18 კაფსულ-დეტონატორი და 30 მეტრის სიგრძის ცეცხლგამტარი ზონარი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან