12:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 16:39:19, 780 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა აკრძალული მედიკამენტების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ თურქეთის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე რ.ც., რომლის ავტომანქანაშიც, დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „ლირიკა“ (112 კაფსულა) აღმოაჩინეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს.

გარდა ამისა, ანალოგიური კანონდარღვევა გამოავლინეს მებაჟე ოფიცრებმა 20 ივნისს,  სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ ტერიტორიაზე. სომხეთის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე ა.მ.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: „ტრამადოლი“ - 32 აბი (50 მგ-იანი), „ტრამადოლი“ - 8 ამპულა (100 მგ-იანი) და „ლირიკა“ - 10 კაფსულა (75 მგ-იანი) - აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

8 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „ტრამადოლი“ აღმოაჩინეს სგპ „ნინოწმინდის“ მებაჟე ოფიცრებმა 21 ივნისს, სომხეთის მოქალაქე მ.ზ.-ის დათვალიერებისასაც. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics