11:15 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 15:18:38, 3294 ნახვა

ევროპის ამბები
ოდიშარია: პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული და სწორედ ასეთია სალომე ზურაბიშვილი

“კიდევ ერთხელ არის თქვენს ხელში ამ ქვეყნის ბედი. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნება“ გადავიდა ძალიან აქტიურ მხარდაჭერის კამპანიაზე, რადგან შეთავაზებული ევროპული ტიპის კამპანია, რომელიც ეკადრება ჩვენს ქვეყანას და რომელიც ეკადრება სახელმწიფო მეთაურის პოსტს, არ იქნა გაზიარებული და ჩემი აზრით, უპრეცენდენტოდ, ბინძური, შეუფერებელი ტაქტიკა იქნა შერჩეული. ჩვენ ეს არ გვეკადრება, მაგრამ ყოველდღიურად ვისმენთ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ცილისწამებას. ამიტომაც, გესმით მაღალი ტრიბუნიდან, პარლამენტის თავმჯდომარისგან, პარტიის სხვა ლიდერებისგან მკვეთრი განცხადებები, არ შეიძლება ვეფეროთ ადამიანებს, რომლებთაც არ ესმით რას ნიშნავს ევროპულობა, ევროპული სტანდარტები. შესაძლებელია ეს არის უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ჩვენ პირდაპირ ვირჩევთ მაღალი ლეგიტიმაციის პირს, რომელიც უნდა იყოს ორიენტირებული ზეპარტიულობაზე, შიგნით უნდა იყოს არბიტრი, გარეთ კი უნდა იყოს დიპლომატიური ფარი და ხმალი. ასეთი კანდიდატის შერჩევა არც თუ ისე ადვილია. თუმცა, ასეთი არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და სწორედ ამიტომ „ქართული ოცნება“ უჭერს მას მხარს”, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics