14:47 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-14 11:18:23, 924 ნახვა

სხვადასხვა
გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში საქართველოს ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ესტუმრა

2018 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 276.6 ათასი ვიზიტორი,
დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 20.6 პროცენტს შეადგენს ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური - საქსტატი იუწყება.
საქსტატის ინფორმაციით, წარმოადგენს 31.6 პროცენტიან ზრდას 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (19 პროცენტი) აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების
მიერ განხორციელდა, რაც 2.2 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა, 45.8 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 38.5 პროცენტს შეადგენდა.

2018 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 44 პროცენტი, განხორციელდა დასვენების,
გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში,
შესაბამისად, 846.2 ათასი და 446.0 ათასი ვიზიტი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics