17:21 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 16:02:49, 3168 ნახვა

კულტურა
პრემიერი კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროექტებს გაეცნო

ზუგდიდის დადიანების სასახლე უნიკალური ბოტანიკური ბაღით, აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი, ნიკო ნიკოლაძის კოშკი ფოთში, ნოღას ციხის კომპლექსი მარტვილში, სქურის ტაძარი წალენჯიხაში, პირვანდელ სახეს დაიბრუნებენ, - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული კულტურული ძეგლების, ზუგდიდის ცენტრალური სტადიონისა და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო.
მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიაწოდეს.
   სქურის ტაძრის და ნოღას ციხე კომპლექსის, ჩაჟაშის ძეგლთა და მესტიის ცალკეული კოშკების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს; მზადდება ნოქალაქევის  საპროექტო დოკუმენტაცია;
 ნიკო დადიანის სასახლესა და ხორავას თეატრში ფიზიკური სამუშაოები ზაფხულში დაიწყება;
საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია ზემო სვანეთში, უშგულში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - ჩაჟაშის და მასში შემავალი რამდენიმე ათეულის კოშკის, მაჩუბისა და ისტორიული საცხოვრისების სრული აღდგენისთვის; ასევე სრულად გამაგრდება მესტიის მუნიციპალიტეტში შემავალი  ყველაზე რთული მდგომარეობის კოშკები და მაჩუბები.
2015-2020 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის 28 მილიონი ლარი დაიხარჯება.
უკვე დასრულდა ზუგდიდის ახალი სტადიონის პროექტირება, რომელიც უეფას III კატეგორიის სტადიონის სტანდარტებს შეესაბამება და გათვლილია 7 233 მაყურებელზე. სტადიონს ასევე აქვს სათადარიგო მოედანი 1 224 მაყურებლისთვის, რომელიც სხვადასხვა თამაშის ერთდროულად გამართვის შესაძლებლობას იძლევა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics