11:37 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-18 17:05:59, 671 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: ხედავთ როგორ მღელვარე დროში ვცხოვრობთ, ღმერთმა დაამშვიდოს მსოფლიო

"ხედავთ როგორ მღელვარე დროში ვცხოვრობთ, ღმერთმა დაამშვიდოს მსოფლიო",-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა უფალს საქართველოს კეთილდღეობა და გამთლიანება შესთხოვა. დღესვე უწმინდესმა ნათლისღების დღესაწაულთან დაკავშირებით, წირვის დასრულების შემდეგ წყალი აკურთხა, რასაც დიდი აიაზმა ეწოდება. 

"წყალობა ღვთისა უხვად გადმოდის საქართველოზე. ჩვენ შევთხოვეთ უფალს, რომ აკუთრთხოს უფალმა ერი ჩენი ჩვენი,  მომავალი და წარსული.  ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. მშვიდობა, სიხარული და ბედნიერება სუფევდეს თქვენთან საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ღმერთმა დაამშვიდოს მსოფლიო. ხედავთ როგორი მღელვარე დროს ვცხოვრობთ. ამიტომ, უფალი მოგვცემს წყალობას და დამშვიდდება ყველაფერი. ჩვენ დღეს შევთხოვეთ უფალს, რომ გაამთლიანოს საქართველო. ღმერთმა დალოცოს აფხაზეთი და სამაჩაბლო",-ბრძანა პატრიარქმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics