|
2018-02-01 21:58:19, 4065 ნახვა
სპეციალური ანონსი
2 თებერვლის ანონსი
2 თებერვალს, 10.00 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება ვორქშოპი, სახელწოდებით „ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში&ინტერნეტის ნეიტრალური ურთიერთგაცვლის ცენტრი“. ღონისძიებას გახსნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი. მის.: ოქროყანა, ინოვაციების ქ.N7 2 თებერვალს, 10:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იაპონიის მთავრობა ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებს გადასცემს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გახსნიან. 2 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საია ანაგრიშის „საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შეფასება“ პრეზენტაციას გამართავს. 2 თებერვალს, 14:00 საათზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი მღებრიშვილი, რუსთავში სახანძრო-სამაშველოს ახალ შენობას გახსნის. 2 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის.: ინგოროყვას ქ. #7 2 თებერვალს, 15:00 საათზე, მთავარ პროკურატურასთან, მთავარ პროკურორთან შეხვედრის მოთოვნით, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულის, დაჩი ფელდმანის ოჯახის წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია გაიმართება. 2 თებერვალს, 15:30 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. 2 თებერვალს, 17:00 საათზე, თბილისის მერიაში, ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის შემდეგ ადვოკატი დიმიტრი გაბუნია განცხადებას გააკეთებს. მის.: შარტავას ქ. #7 საკონტაქტო პირი თათა დონაძე - 577453393
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)