2017-12-10 22:57:47, 1365 ნახვა
სხვადასხვა
არ დავთმოთ ღამე - მიწისქვეშა გადასასვლელებში სექსუალური შევიწროების პრობლემას მიეძღვნა
ყოველწლიურ მსვლელობას “არ დავთმოთ ღამე”:, წელს მიწისქვეშა გადასასვლელებში სექსუალური შევიწროების პრობლემას მიეძღვნა. მსვლელობა „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“ -ს ორგანიზებით წელს მეორედ ჩატარდა და მას სხვადასხვა ქალთა ორგანიზაციები შეუერთდა. „არ დავთმოთ ღამე“ საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია სექსუალური ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი აღმოფხვრა.
"ქალებს ძალიან უჭირთ ღამე, სახლიდან მარტო გამოსვლა, რადგან ძალიან სახიფათოა. ისინი ხშირად ხდებიან სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი განსაკუთრებით ღამის საათებში, როცა ცოტა ხალხი მოძრაობს. ბუნებრივია ეს გავლენას ახდენს ქალის ცხოვრების წესზე. ის იძულებულია ვინმეთან ერთად იმოძრაოს ან ტაქსით იაროს, რადგან არ არის დაცული" - აღნიშნა ქალთა მოძრაობის წევრმა, ბაია პატარაიამ
ავტორი: ,