19:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 17:32:53, 3386 ნახვა

კულტურა
ლეგენდარულმა ჯაზშემსრულებელმა რონ კარტერმა ქართველი მუსიკოსებისთვის მასტერკლასი გამართა

„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, ექსკლუზიურად ქართველი მუსიკოსებისა და სტუდენტებისთვის, ლეგენდარულმა ჯაზშემსრულებელმა, კონტრაბასისტმა რონ კარტერმა, თავის ტრიოსთან ერთად, მასტერკლასი გამართა.  

 „ეს ჩემი პირველი სტუმრობაა საქართველოში. მსმენელმა ძალიან თბილად მიმიღო და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ქართველები ძალიან კარგი მსმენელები ხართ“,- აღნიშნა რონ კარტერმა მასტერკლასის დასრულებისას.

 რონ კარტერი საქართველოში ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. პროგრამის ფარგლებში, მან რუსთაველის თეატრში გუშინ დაუვიწყარი კონცერტიც ჩაატარა. 

 ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში  იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით 30 აპრილს დაწესდა და პირველად  2012 წელს, პარიზში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ორლეანში აღინიშნა.

ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ჯაზის ვირტუოზებს გრანდიოზულ გალა-შოუზე მასპინძლობს. მსოფლიო დონის ჯაზ-მომღერლები ერთად იკრიბებიან და მშვიდობაზე, ტოლერანტობასა და თავისუფლებაზე მღერიან. ამ ღონისძიებას ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს, რამდენიმე ათეულ ქვეყანასთან ერთად,  საქართველოც უერთდება.

 რონ კარტერი თბილისს „თიბისი ბანკის“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ეწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics