21:51 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 12:55:38, 857 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კორტების საქმეზე სპეცრაზმელები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ

„ყველაფერს ვცდილობთ, რომ ეს ადამიანები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ“,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ე.წ. კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

გომელაურის თქმით, სპეცრაზმელები მაშინ არასწორ ბრძანებას შეეწირნენ.

„პრემიერმა მგონი გასაგებად თქვა, ეს ადამიანები შეეწირნენ არასწორი ბრძანების შესრულებას. არასწორი ბრძანება მიიღეს მათ და ის შეასრულეს მათ. კანონით ეს რა თქმა უნდა ისჯება. ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რომ ეს ადამიანები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ. აქედან გამომდინარე ისინი არიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები და მიიღეს არასწორი ბრძანება. კანონი ავალებს, რომ უკანონო დავალება არ შეასრულოს. 10 წელი ვიმსახურე მანდ, რა თქმა უნდა, რომ მითხრას ხელმძღვანელობამ, მოკალი 10 წლის ბავშვი, დაცხრილე, იმის ტვინი უნდა გქონდეს ელემენტარულად, ეს არ უნდა შეასრულო“,-განაცხადა გომელაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics