2015-03-29 15:59:39, 640 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე: მრუშობა უდიდესი ცოდვაა, მაგრამ ამის გამოსწორება შესაძლებელია
"მრუშობა უდიდესი ცოდვაა, მაგრამ ამავე დროს, არსებობს აღსარება და გამოსწორება",-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
,,ერთ-ერთი მცნება ამბობს, არა იმრუშო, მრუშობა უდიდესი ცოდვაა, მაგრამ ამავე დროს, არსებობს აღსარება და გამოსწორება“,-ბრძანა პატრიარქა.
დღესვე ილია მეორემ სრულიად საქართველოს მარიამ ეგვიპტელის დღესასწაული მიულოცა.
,,ჩვენ დღეს მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს ვდღესასწაულობთ, მარიამ ეგვიპტელს შევთხოვოთ, რომ ძალა მოგვცეს, რათა ეს დიდი მარხვა ღირსეულად დავამთავროთ და შემდგომი დღეებიც ღირსეულად ვიცხოვროთ“,- ბრძანა ილია მეორემ.
ქადაგების დასრულების შემდეგ, პატრიარქმა მრევლი და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები დალოცა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან