10:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 16:57:57, 626 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები სუიციდის პრევენციის კუთხით გადამზადდებიან

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში სუიციდის პრევენციის  თემაზე კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით ევროპის საბჭოს  კასკადური ტრენინგი დაიწყო.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სასწავლო კურსი სუიციდის პრევენციის პროგრამის წარმატებით განხორციელებას ემსახურება.

როგორ უწყებაში აცხადებენ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სუიციდის პრევენციისთვის აუცილებელია პოტენციური რისკის დროულად გამოვლენა, მისი შეფასება, დოკუმენტირება და მართვა, რაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კვალიფიციური კადრების კოორდინირებულ მუშაობაზე.

„ტრენინგის პროგრამა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს.  აღნიშნული პროგრამით ეტაპობრივად გადამზადდება სასჯელაღსრულების დაწესებულებების ყველა ექიმი, ექთანი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი და რეჟიმის თანამშრომელი (სულ 8 ჯგუფი).  სუიციდის პრევენციის სასწავლო პროგრამა დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებითა და კონკრეტული მაგალითებით, რაც მონაწილეებს სუიციდის პრევენციის ღონისძიებების, მართვის ტექნიკისა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობის უკეთ გაანალიზებაში დაეხმარება. ტრენინგს სპეციალურად ამ პროგრამისთვის გადამზადებული ტრენერები წარუძღვებიან“, - აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.

ტრენინგები ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ხელშეწყობით ჩატარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics