2016-11-22 18:51:26, 827 ნახვა
სამხედრო
ჩაჩიბაია: ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა რადიკალურად გადაიხედება
ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა რადიკალურად გადაიხედება, - ამის შესახებ საქართველოს შიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.
ჩაჩიბაიას თქმით, სარდლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის გეგმებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ეფექტიანი უნდა იყოს.
"ჩვენ გვინდა, საჰაერო სარდლობის კუთხით გავატაროთ რიგი რეფორმები. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში გარკვეული რეორგანიზაცია იგეგმება.. ჩვენი სურვილია, სარდლობა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, უსაფრთხოებისა და თავდაცვის გეგმებიდან გამომდინარე. ამის შესახებ მომავალში შეიტყობს საზოგადოებამე, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ რადიკალურად მოხდება ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის გადახედვა", - აღნიშნა ჩაჩიბაიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან