2016-10-25 21:32:35, 686 ნახვა
სამხედრო
იზორიამ თავდაცვის ტრანსფორმაციის ძირითადი მიმართულებების შესახებ სამინისტროში შეხვედრა გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვის ტრანსფორმაციის ძირითადი მიმართულებების შესახებ სამინისტროში შეხვედრა გამართა. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, გენერალური შტაბის წარმომადგენლები, აშშ-ისა და ნატოს წარმომადგენლობა უცხოელი ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.
თავდაცვის ტრანსფორმაციის ძირითადი მიმართულებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განვითარების 2017-2020 წლების თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში აისახება.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან