14:28 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 10:19:33, 4605 ნახვა

კულტურა
თბილისში იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტები გაიმართება

18 და 20 ოქტომბერს, თბილისში, იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ორ კონცერტს გამართავს. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობისა და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავს ეძღვნება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კონცერტები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება. სიმფონიურ ორკესტრს ვახტანგ მაჭავარიანი უდირიჟორებს, სოლისტი კი პიანისტი ალექსანდრე თორაძე იქნება.

მათივე ცნობით, თბილისში იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ვიზიტთან დაკავშირებით  თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც  თბილისის მერი დავით ნარმანია, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

„დარწმუნებული ვარ, მუსიკის მოყვარულებს, ძალიან საინტერესო საღამოებს ვაჩუქებთ. ასეთი მასშტაბის უცხოური სიმფონიური ორკესტრს, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, ჩვენს ქვეყანაში არ დაუკრავს. სწორედ ამიტომ, პირველსავე შემოთავაზებაზე გადავწყვიტეთ, მხარი დაგვეჭირა ამ პროექტისთვის. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ  თბილისს რეგიონში კულტურულ ცენტრად ვაქცევდით. 18 და 20 ოქტომბრის კონცერტები, ერთ-ერთი იმ პროექტთაგანია, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კონცერტები თბილისის მერიისა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.

იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი პირველი უცხოური სიმფონიური ორკესტრია, რომელიც, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში, 1991 წლის შემდეგ,  თბილისში კონცერტებს გამართავს.  

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics