19:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-15 11:53:25, 958 ნახვა

სამხედრო
დაშავებული სამხედროები სამშობლოში 14 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით დაბრუნდნენ

კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა - პენდელტონზე საერთაშორისო შეჯიბრებები „დაჭრილ მეომართა თამაშები" დასრულდა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩემპიონატში ნატო–ს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილი მეომრებიც მონაწილეობდნენ. 

გამარჯვებით დაბრუნებულ სამხედროებს აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტის სამსახურის წარმომადგენლები დახვდნენ. 

უწყების ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაკრებმა ასპარეზობა 14 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ჩემპიონატზე ქართველმა სამხედროებმა ოთხ სახეობაში იასპარეზეს და სამ სახეობაში პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს. 

პირველები იყვნენ დაშავებული ქართველი ჯარისკაცები მჯდომარე ფრენბურთში, მშვილდოსნობასა და პნევმატური იარაღიდან სროლაში. მშვილდით სროლაში მაიორი მალხაზ შეყილაშვილო ოქროს მედლის, ხოლო უმცროსი სერჟანტი ბახვა დარსალია ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. პნევმატური იარაღიდან სროლაში კი ოქრო-ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ პირველადგილოსანი - კაპრალი ჯიმშერ ჩხენკელი და მეორე ადგილზე გასული - უმცროსი სერჟანტი დავით მახარეიშვილი. მჯდომარე ფრენბურთში გუნდური პირველი ადგილით და ოქროს მედლებით დატოვეს ქართველმა სამხედროებმა პენდელტონის ბაზა. 

„კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა საერთაშორისო შეჯიბრებებს ყოველწლიურად მასპინძლობს. წელს ასპარეზობა მეხუთედ გაიმართა. სხვადასხვა ქვეყნის დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, სროლებში, ცურვაში, მჯდომარე ფრენბურთსა და კალათბურთში ეჯიბრებოდნენ. მსგავსი შეჯიბრებები დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით იმართება“, – აცხადებენ სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics