13:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 12:08:29, 3619 ნახვა

კულტურა
ათენში „მანდარინების“ ჩვენება გაიმართა

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოსა და ესტონეთის საელჩოების ორგანიზებით, ქალაქ ათენში საბერძნეთის ფილმების არქივი-მუზეუმის კინოდარბაზში  ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ოსკარის ნომინანტი ფილმის „მანდარინები“–ს  ჩვენება გაიმართა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის დიპლომატიური კაბინეტის უფროსი, საბერძნეთის საგარეო საქმეთა, ეროვნული თავდაცვისა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები, წამყვანი ბერძენი კინო-კრიტიკოსები, კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანები, მასმედიის წარმომადგენლები და ათენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.

ფილმმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში. ჩვენების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საელჩო ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics