23:21 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 16:30:26, 1066 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე შშმ პირთა ცენტრს ეწვია

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძესთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფიო ბაკურიძე გაეცნო დაწესებულების საქმიანობას, მოინახულა ცენტრის ბენეფიციარები და დაინტერესდა მათი საჭიროებებით. შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო ბაკურიძემ სარეაბილიტაციო ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა.

„მოხარული ვარ, რომ დღის გარკვეული პერიოდი ამ ცენტრში და მის უნიჭიერეს ბენეფიციარებთან ერთად გავატარე. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ბავშვების მონდომებითა და შესაძლებლობებით. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მათმა ნამუშევრებმა და ცენტრში ამ ადამიანებისათვის შექმნილმა გარემომ მოახდინა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ მოვახდინოთ ყველა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის საზოგადოებაში ინტეგრირება, განსაკუთრებით კი მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების. ჩვენ ამისათვის არ დავიშურებთ ძალისხმევას და ერთობლივი შრომით შედეგს აუცილებლად მივაღწევთ“, - აღნიშნა სოფიო ბაკურიძემ.

შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს „თანა“ სრული რეკონსტრუქცია 2013-2014 წწ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით ჩაუტრდა. დღის ცენტრში შექმნილია შშმ პირთათვის საჭირო ადაპტირებული გარემო, დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით, მათ შორის რეაბილიტაციისათვის საჭირო საშუალებებით. ცენტრში 150-ზე მეტი შშმ პირი, საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროების პროგრამების ფარგლებში ღებულობს სამედიცინო, სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურებას.

ცენტრში ასევე ფუნქციონირებს მარტოხელა დედების თავშესაფარი, ამჟამად აქ 22 ბენეფიციარი იმყოფება. მათი ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯებს პროგრამის ფარგლებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფარავს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics