|
2016-04-21 12:25:51, 911 ნახვა
რეგიონი
რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს პროგრამის, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით რეგიონების განვითარების დაკავშირებულ საკითხებზეკონფერენცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდად 2013-2016 წლებში დამტკიცებული პროექტების პრეზენტაცია მოეწყო. აღნიშნული პრეზენტაცია მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა წარმოადგინა. კონფერენციის ფარგლებშივე რეგიონებში განხორციელებული ინფრატრუქტურილი პროექტების ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიმართა. კონფერენციის მიზანი საზოგადოებისათვის იმ მიმდინარე სამუშაოებისა და შედეგების გაცნობა გახლავთ რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმმართველობის რეფორმირების, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისა და დეცენტრალიზაციის კუთხით ატარებს. „ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა დავესწრო და სიტყვით გამოვიდე ამ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აწყობს. ვისაუბრებთ, თუ როგორ მიმდინარეობს რეგიონული განვითარების რეფორმა საქართველოში. ეს დიდი ხნის წინ დაწყებბული პროცესია. საქართველომ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა წინ, იმისათვის, რომ უზრუნველყოს რეგიონების სრულფასოვანი განვითარება. რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. გაეროს განვითარების პროგრამა, ავსტრიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსთან და შვეიცარიის განვითარების სააგენტოსთან ერთად უკვე რამდენიმე წელის ხელს უწყობს ამ რეფორმის განვითარებას. მზად ვართ მომავალშიც დავუდგეთ საქართველოს ამ მიმართულებით“, - განაცხადა გაეროს ელჩმა საქართველოში, ნილს სკოტმა. ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმა გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვიტარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი. კონფერენციას საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)