23:10 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-17 10:59:58, 792 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა

ბრატისლავაში მიმდინარე მე-10 გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბოლო ორმხრივი შეხვედრა სახალხო დიპლომატიის მიმართულებით  ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ელჩ თაჩან ილდემთან გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში თინათინ ხიდაშელმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მხარეებმა ნატოსა და პარტნიორი ქვეყნებისათვის სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტი, საქართველოს მოლოდინები და თებერვალში, ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული შეთავაზებები იყო. ყურადღება გამახვილდა ასევე, რუსეთის პროპაგანდასა და მასთან ბრძოლის საშუალებებზე.  

ფორუმის პირველი დღის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკევ გამართა ორმხრივი შეხვედრები ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწესთან პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში და გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics