10:35 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-12 14:55:38, 1523 ნახვა

სამართალი
სუსი ამტკიცებს, რომ საქართველოში ასაფთქებელი ნივთიერებები 4 ოქტომბრისთვის შემოიტანეს

სუს-ის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, არსებობს თუ არა კავშირი ასაფეთქებელი ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანასა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის.

"საზოგადოებას გავაცნობთ საქართველოში უკრაინიდან შემოსულ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებული გამოძიების ახალ დეტალებს. როგორც მოგეხსენებათ, დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც აღმოაჩნდათ 2.4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი.

აღნიშნული ნივთიერება საქართველოში რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა. ბრალდებულების დაკავებიდან დღენახევრის განმავლობაში, სამატებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება. დადგინდა, რომ მერსედესის მარკის სატვირთოს მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის ტერიტორიაზე გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის, "ესბეო"-ს თანამშრომლებმა, რაც დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და კონკრეტული პირისთვის გადაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთში და მოწყობილიყო ე.წ. "პაუტინა 2", გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ჩანს ერთადერთი ლოკაცია - თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.

სწორედ ამის გამო, გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის" - ითქვა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics