|
2025-02-26 12:31:40, 2057 ნახვა
რეგიონი
გაერთიანებული წყალმომარაგება - ოზურგეთის, ქუთაისის, სენაკისა და წყალტუბოს ნაწილს წყალი არ მიეწოდება
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის, ქუთაისის, სენაკისა და წყალტუბოს ნაწილს წყალი არ მიეწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება ავრცელებს. კომპანიის ცნობით, წყალმომარაგება რთული მეტეოროლოგიური პირობების გამოა შეწყვეტილი. „გაცნობებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია სატუმბ სადგურებზე, რის შედეგადაც წყალმომარაგება შეზღუდულია შემდეგ მისამართებზე: ქ. ოზურგეთი – N1 სატუმბი სადგური; ქ. ქუთაისი – ფარცხანაყანევის სათავე ნაგებობა; ქ. სენაკი – ნოსირის სატუმბი სადგური; ქ. წყალტუბო- მიწაწითელას სათავე ნაგებობა. წყალმომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო და შესაბამისი ქუჩების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე: 032 2 93 00 00 ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)