18:34 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-23 12:26:08, 513 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ლესელიძის ქუჩაზე დასასვენებელი სკვერის მშენებლობას გაეცნენ

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ქალაქ კასპში ლესელიძის ქუჩაზე დასასვენებელი სკვერის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში  მოეწყობა: დეკორატიული სავალი ბილიკები, გარეგანათება, გარე მოხმარების ფიტნეს ტრენაჟორები,  საბავშვო გასართობი სივრცე და  გამწვანდება სკვერის ტერიტორია.

„სკვერის მშენებლობა ლესელიძის ქუჩის მცხოვრებთა მომართვიანობის საფუძველზე მიმდინარეობს.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას შპს „ჯითი“ ახორციელებს“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics