18:29 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-27 16:52:24, 1236 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლი დაათვალიერა

უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად ბათუმის და ქობულეთის სანაპირო ზოლი დაზიანდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლი დაათვალიერა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

"ნალექისა და შტორმის შედეგად დაზიანდა ბათუმის და ქობულეთის სანაპირო ზოლი, არსებული ინფრასტრუქტურა. მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან.

ყველაფერი გაკეთდება მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისა და ინფრასტრუქტურის სწრაფად აღდგენისთვის", - განაცხადა რიჟვაძემ.

ადგილზე იმყოფებიან ქობულეთის მერი ლევან ზოიძე, ასევე მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics