12:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-07 16:11:47, 775 ნახვა

ეკონომიკა
დუბლინის პორტს, ბათუმის მერიასა და ბათუმის პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დუბლინის საზღვაო პორტს, ბათუმის მერიასა და ბათუმის საზღვაო პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტი გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას ისეთ საკითხებში, როგორიც არის მართვა და სერვისები, საპორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერა. ასევე დუბლინის პორტის ქ. ბათუმთან თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის, განათლების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის საკითხებში.

დღესვე სასტუმრო „შერატონში“ აჭარის ფინანსთა და ეკონომის სამინისტროს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ბათუმის საზაღვაო პორტის მიერ სტუმრებისათვის პრეზენტაციები გაიმართა.

ბათუმისა და დუბლინის პორტის დამეგობრება ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატვივით ხორციელდება. დუბლინის პორტი ტვირთბრუნვისა და მგზავრების რაოდენობის მიხედვით ევროპის ერთ-ერთი დატვირთული პორტია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და მთავრობის წევრები ირლანდიის დელეგაციას გუშინ შეხვდნენ. ირლანდიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დუბლინის საზღვაო პორტის აღმასრულებელი დირექტორი ეამონ ო’ რეილი, დუბლინის საზღვაო პორტის საერთაშორისო ურთიერთობათა უფროსი ჩარლი მერფი, საქართველოს დროებითი რწმუნებული ირლანდიის რესპუბლიკაში გიორგი ზურაბაშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები.

ვიზიტის ფარგლებში დუბლინის პორტის დელეგაციის წარმომადგენლები გაეცნენ აჭარის საინვესტიცო და ტურისტულ პოტენციალს.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics