01:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 12:16:58, 587 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ ყოლბაია: ანექსია არასდროს არავის გასვლია და არც ახლა იქნება დადებითი შედეგის მომტანი

აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან  ე.წ.  ხელშეკრულებასთან დაკავშირებით   პრეზიდენტთან კონსულტაციები გრძელდება.

გიორგი მარგველაშვილი ამწუთებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას და  ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევს ხვდება.

როგორც ვახტანგ ყოლბაიამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის  მხარეზე  ზეწოლა პარტნიორების მეშვეობით უნდა მოახდინონ და  უთხრან, რომ "ანექსია არავის გასვლია და არც ამ შემთხვევაში იქნება დადებითი შედეგის მომტანი" 

"რა თქმა უნდა, თემა ძალიან რთულია, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა დღეს რუსეთის დუმაში მიმდინარეობს ე.წ. მემორანდუმზე ხელმოწერის პროცედურა, ცერემონიალი, რასაც ჩვენ ველოდებოდით, ამაში ახალი არაფერია. ე.წ. პროცედურა გრძელდება. მთავარია,  ჩვენ აქ არ ავიყვანოთ იმ რანგში, რომ მოვექცეთ რაღაც ისტერიაში. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ისე,  როგორც ამას ვაკეთებდით, ძალიან ფრთხილად, ფაქიზად, მშვიდად,  რამეთუ ჩვენ ძირითადი ძალა უნდა გვეგულებოდეს დასავლეთში, ჩვენი პარტნიორების მეშვეობით ისევ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთის მხარეზე და კიდევ ერთხელ,  როგორც იტყვიან ხოლმე, მათ ვუთხრათ, რომ ასეთი რამის გაკეთება, რასაც ანექსია ჰქვია, არასდროს არავის გასვლია და არც ამ შემთხვევაში იქნება დადებითი შედეგის მომტანი",-განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრაში ვახტანგ ყოლბაიასა და დიმიტრი სანაკოევის გარდა,  შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ:  "კავკასიური დიალოგი", სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი, "კავკასიური სახლი", სახალხო დამცველის ოფისი, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტი, ერგნეთის ცენტრი, გორის საინფორმაციო ცენტრი, "თანხმობა"





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics